ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 8

Let's Visit Georgia - ნიდერლანდებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

Let's Visit Georgia - ნიდერლანდებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მაღალრეიტინგულმა ნიდერლანდურმა ტელევიზიამ, RTL 4-მა, საქართველოს შესახებ ვრცელი გადაცემა Let’…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მაღალრეიტინგულმა ნიდერლანდურმა ტელევიზიამ, RTL 4-მა, საქართველოს შესახებ ვრცელი გადაცემა Let’…

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მაღალრეიტინგულმა ნიდერლანდურმა ტელევიზიამ, RTL 4-მა, საქართველოს შესახებ ვრცელი გადაცემა Let’s Visit Georgia მოამზადა.

კამპანია, რომელიც ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით ხორციელდება, ხელს შეუწყობს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ზრდას და ქვეყნის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოზიციონირების გაძლიერებას.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემა და 7 ვიდეორგოლი, RTL 4-თან ერთად, ნიდერლანდებში პოპულარული ონლაინპლატფორმა Videoland-ითა და სოციალური ქსელებით გავრცელდა. გადაცემის დამატებითი ჩვენების შემდეგ მას, ჯამურად, მილიონამდე მაყურებელი იხილავს.

ნიდერლანდური მედიის წარმომადგენლები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მედიატურის ფარგლებში იმყოფებოდნენ. გადაღებები თბილისში, სიღნაღში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, მცხეთასა და სტეფანწმინდაში მიმდინარეობდა.

გადაცემაში წარმოდგენილი იყო ქართული კულტურა, ღვინო, კერძები და ტურისტული ადგილები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს