ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 10

თამარ იოსელიანი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება რეგიონისთვის წამყვანი სტრატეგიული ობიექტი

თამარ იოსელიანი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება რეგიონისთვის წამყვანი სტრატეგიული ობიექტი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დღეის მდგომარეობით, ვმუშაობთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენგეგმის გადახედვაზე, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, რომელიც ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტით…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დღეის მდგომარეობით, ვმუშაობთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენგეგმის გადახედვაზე, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, რომელიც ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტით…

დღეის მდგომარეობით, ვმუშაობთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენგეგმის გადახედვაზე, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, რომელიც ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენგეგმის მოდიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვიმყოფებოდით როტერდამის ნავსადგურში, სადაც გავეცანით როგორც აღნიშნული პორტის ოპერირებას, ასევე მულტიმოდალურ ტერმინალს, სადაც ბევრი ტიპის ტვირთების გადმოტვირთვა და ჩატვირთვა ხდება. გავეცანით, თუ როგორ ოპერირებს აღნიშნული ტერმინალები, როგორია მათი ეფექტიანობა, რა სისტემებია დანერგილი. დღეის მდგომარეობით, ვმუშაობთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენგეგმის გადახედვაზე. გენგეგმის მოდიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ბაზრის და ქვეყნების სავაჭრო ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია როგორც სარკინიგზო, ასევე სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურის ისეთი შერწყმა, რომელიც იქნება ოპერირებისთვის ეფექტიანი და სწრაფი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება რეგიონისთვის წამყვანი სტრატეგიული ობიექტი“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს