ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 6

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთთან პირდაპირი ფრენებზე: ეს გადაწყვეტილება და მიღწეული შედეგი ძალიან დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთთან პირდაპირი ფრენებზე: ეს გადაწყვეტილება და მიღწეული შედეგი ძალიან დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეს გადაწყვეტილება და მიღწეული შედეგი ძალიან დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეს გადაწყვეტილება და მიღწეული შედეგი ძალიან დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივი…

ეს გადაწყვეტილება და მიღწეული შედეგი ძალიან დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთთან პირდაპირი ფრენებზე საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მასპინძლობს წამყვან ჩინურ მედიას, რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაში გაეცნობა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს.

„ჩვენ პირველი რეისით ასევე ვმასპინძლობთ წამყვან ჩინურ მედიას, რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაში გაეცნობა ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს. ისინი იმოგზაურებენ ჩვენი ქვეყნის გარშემო, გააკეთებენ სიუჟეტებს, დაწერენ სტატიებს, რომლებიც ჩინეთში ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას დაეხმარება.

ეს დღე ნათლად ასახავს ამ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშესახებ შედეგს. პირდაპირი ფრენები, გაზრდილი ეკონომიკური კავშირები, გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ისვე როგორც აქტიური მიმოსვლა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში, ეს არის მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული თანამშრომლობა ქვეყნებს შორის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს ორ ქვეყანას შორის, ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს