ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 10

მარიამ ქვრივიშვილი: სინგაპურში მთავრობის წევრებთან შეხვედრებისას გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას

მარიამ ქვრივიშვილი: სინგაპურში მთავრობის წევრებთან შეხვედრებისას გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა არაერთი ძალიან მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა არაერთი ძალიან მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტ…

სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა არაერთი ძალიან მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მან ორმხრივი შეხვედრები გამართა ტრანსპორტისა და ინოვაციების მინისტრებთან.

„შეხვედრებისას გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნებს შორის უფრო მეტი დაკავშირებადობა, განსაკუთრებით ისეთი ეკონომიკური სექტორების მიმართულებით, როგორიც არის ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე ინოვაციების სექტორი და ვაჭრობა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს