ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 7

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მიმდინარეობს

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია გამოაცხადა. ამჯერად, პროგრამის მონაწილეები სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან შეირ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია გამოაცხადა. ამჯერად, პროგრამის მონაწილეები სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან შეირ…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია გამოაცხადა. ამჯერად, პროგრამის მონაწილეები სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან შეირჩევიან.

პრე-აქსელერაციის პროგრამა რეგიონში მცხოვრები ინოვაციური მეწარმეებისთვის შექმნილი 4-კვირიანი ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული კურსია, რომელიც მონაწილეებს იდეის ინოვაციურ პროდუქტად სწორად განვითარებაში ეხმარება.

პროგრამა მოიცავს 8 თეორიულ და პრაქტიკულ მოდულს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები იმუშავებენ გამოცდილ მენტორებთან, მიიღებენ ინდივიდუალურ მხარდაჭერასა და პროფესიონალურ უკუკავშირს საკუთარი იდეების განვითარებისა და დახვეწისთვის.

პროგრამა სრულად გუნდურ ფორმატზეა დაფუძნებული. მონაწილეები ჯგუფებად დარეგისტრირდებიან და ინტენსიური, პრაქტიკული სასწავლო მოდულების განმავლობაში იმუშავებენ შემდეგ ძირითად მიმართულებებზე: იდეის ვალიდაცია და ბაზრის ანალიზი; პროდუქტის განვითარება (MVP); ბიზნეს და სტარტაპ მოდელების ჩამოყალიბება; პროექტის წარდგენა (Pitching) და ინვესტორებისთვის მომზადება.

პრე-აქსელერაციის პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას. მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამა უკვე ჩატარდა სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, ქვემო-ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში.

სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში განაცხადების მიღება სრულდება 5 სექტემბერს. რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს