ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 9

დავით რუსია – საქართველოს ეროვნული ბანკის ეკონომიკური მონაცემების ახალი პორტალის მიზანია ინფორმაციაზე წვდომისა და ანალიზის სისწორის გამარტივება

დავით რუსია – საქართველოს ეროვნული ბანკის ეკონომიკური მონაცემების ახალი პორტალის მიზანია ინფორმაციაზე წვდომისა და ანალიზის სისწორის გამარტივება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი – ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა. საქართველოს საბანკო ასო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი – ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა. საქართველოს საბანკო ასო…

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი – ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.

საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის, დავით რუსიას შეფასებით, ეროვნული ბანკის ახალი პორტალი მნიშვნელოვნად გაამარტივებს ეკონომიკური მონაცემების მოძიებასა და ანალიზს როგორც სპეციალისტებისთვის, ისე სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.

მისი თქმით, პლატფორმა მომხმარებლებს სწრაფ წვდომას მისცემს სანდო და ამომწურავ ინფორმაციაზე, რომლის მოძიებასაც ადრე გაცილებით მეტი დრო სჭირდებოდა.

რუსიას შეფასებით, პორტალი საინტერესო შესაძლებლობას ქმნის ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვისაც, რადგან ისინი ეკონომიკურ მონაცემებს პირველწყაროდან – ეროვნული ბანკის ვებგვერდიდან მიიღებენ.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე ამ თვეში მეორე დიდი შესაძლებლობა წარმოგვიდგინა ეკონომიკის სფეროთი დაინტერესებულ პირებს, ანალიტიკოსებს და სტუდენტებს. მათ პორტალი შესაძლებლობას მისცემს მოკლე დროში, სწრაფად და ამავდროულად დინამიურად მიიღონ დიდი მოცულობის ინფორმაცია, რომელთა მოძიება დაახლოებით 5-10 წლის წინ თვეზე მეტი დროსჭირვებოდა. პირველ ყოვლისა, ეს გაადვილებს ინფორმაციაზე წვდომას და ანალიზის სიზუსტეს. ეროვნულ ბანკის საიტზე მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება არა მარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის არამედ ნებისმიერი ქვეყნის დაინტერესებული პირისა და ინვესტორისთვის“, – აღნიშნა დავით რუსიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს