ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 15

საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა რეგიონებში არასაბანკო სექტორისთვის სემინარები გამართა

საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა რეგიონებში არასაბანკო სექტორისთვის სემინარები გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში სემინარების სერია „არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“ ჩატარდა, რომელსაც 200-ზე მეტი სუბიექ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში სემინარების სერია „არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“ ჩატარდა, რომელსაც 200-ზე მეტი სუბიექ…

არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში სემინარების სერია „არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“ ჩატარდა, რომელსაც 200-ზე მეტი სუბიექტი დაესწრო.

სასწავლო-სამუშაო სემინარების სერია ბოლო სამი წელია ტარდება ქვეყნის მასშტაბით და მასში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

შეხვედრების ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლებსა და სესხის გამცემ სუბიექტებს ანგარიშგების საკითხზე განახლებული მოთხოვნები წარუდგინა, რომელიც საოპერაციო საქმიანობის ანგარიშგების სტანდარტების გაუმჯობესებასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. სემინარის მონაწილეები ასევე გაეცნენ ფინანსური ანგარიშგების შევსებისა და ელექტრონული პორტალის გამოყენების განახლებულ ინსტრუქციას.

სემინარები ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება, ემსჯელათ არასაბანკო სექტორის გამოწვევებსა და საჭიროებებზე, ასევე რეგულარული საგანმანათლებლო შეხვედრების აუცილებლობაზე. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

„ეროვნული ბანკი, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს რეგულარულად მართავს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საფინანსო სექტორის განვითარებას, მის აღჭურვას აუცილებელი ცოდნითა და უნარებით, რათა დაცული იყოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და ეთიკური სტანდარტები. ჩვენი მიზანია არასაბანკო სექტორში რისკების შემცირება და ეფექტიანი მართვა, რაც საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და სანდოობის წინაპირობაა“, - განაცხადა არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირმა ბოკუჩავამ.

მსგავსი შეხვედრები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს