ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 12

მაია ომიაძე: სტატისტიკური მონაცემის თანახმად ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა - თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია

მაია ომიაძე: სტატისტიკური მონაცემის თანახმად ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა - თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრ…

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ.

მისი თქმით, მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობა ახალი ავიაკომპანიების მოზიდვას უზრუნველყოფს და ერთობლივი ძალისხმევა პირდაპირ აისახება ვიზიტორთა სტატისტიკაზე, სადაც ტოპ ათეულში ქვეყნების მრავალფეროვნება ფიქსირდება.

„სწორედ ეს არის ის დივერსიფიცირებული ბაზარი და ის სტატისტიკური მონაცემები, რასაც რეალურად ტურიზმის ინდუსტრიიდან ვიღებთ. ჩვენ სტატისტიკურ ათეულში, ხვდება ისეთი ქვეყნები ჩვენი ბაზრებიდან, როგორიც არის ჩინეთი, ინდოეთი, ევროკავშირის ქვეყნები, გალფის ქვეყნები და რა თქმა უნდა ისრაელი, მეზობელი ქვეყნებიც. ჩვენი სტრატეგიის თანახმად ყოველწლიურად მათთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიდეს საქართველოში“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სწორედ დაგეგმილმა დივერსიფიკაციის პოლიტიკამ განაპირობა ქვეყანაში მოგზაურთა ნაკადის სტაბილური ზრდა.

„სწორედ დაგეგმილმა დივერსიფიკაციის მიზნით მომუშავე სამოქმედო გეგმამ უზრუნველყო ის, რომ წლიდან წლამდე საქართველოში წილი მოგზაურებისა იზრდება. სტატისტიკური მონაცემის თანახმად ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა, რაც თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია“, - აღნიშნა ომიაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს