ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 10

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში COSCO Shipping Lines-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში COSCO Shipping Lines-ის წარმომადგენლებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში COSCO Shipping Lines-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მისი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში COSCO Shipping Lines-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მისი…

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში COSCO Shipping Lines-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მისი სამომავლო პერსპექტივებისა და რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

„აღინიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით ვითარდება, რაც პორტის ეტაპობრივ გაფართოებასა და ტვირთნაკადების ზრდის შესაბამისად განვითარებას ითვალისწინებს“, - აცხადებენ სააგენტოში.

შეხვედრას ესწრებოდნენ COSCO Shipping Lines-ის რეგიონული მენეჯერი ჩენ ჰუაფენგი, ფილიალის მენეჯერი ლაურენტიუ ჰორნეტი და GNS Georgia-ს კომერციული მენეჯერი გივი ჩაჩანიძე, ასევე შპს „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს