ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 14

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ჩინეთის საზღვაო-სატრანსპორტო კომპანია COSCO SHIPPING Lines-ის რეგიონულ მენეჯერს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ჩინეთის საზღვაო-სატრანსპორტო კომპანია COSCO SHIPPING Lines-ის რეგიონულ მენეჯერს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის საზღვაო-სატრანსპორტო კომპანია COSCO SHIPPING Lines-ის რეგიონულ მენეჯერს, ჩენ ჰუაფენგს შეხვდა, რომელიც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის საზღვაო-სატრანსპორტო კომპანია COSCO SHIPPING Lines-ის რეგიონულ მენეჯერს, ჩენ ჰუაფენგს შეხვდა, რომელიც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო…

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის საზღვაო-სატრანსპორტო კომპანია COSCO SHIPPING Lines-ის რეგიონულ მენეჯერს, ჩენ ჰუაფენგს შეხვდა, რომელიც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმში (GIMF 2026) მონაწილეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და საზღვაო სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე.

მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს საზღვაო სექტორის მზარდ დინამიკას.

მინისტრმა COSCO SHIPPING Lines-ის რეგიონულ მენეჯერს ინფორმაცია მიაწოდა იმ მსხვილი პროექტების შესახებ, რომლებიც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას ემსახურება. კერძოდ, აღინიშნა, რომ 2032 წლისთვის ქვეყნის სტრატეგიულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზღვაო დაკავშირებადობის გაძლიერებასა და მსოფლიოს წამყვან სანაოსნო კომპანიებთან თანამშრომლობა.

მარიამ ქვრივიშვილისა და COSCO SHIPPING Lines-ის რეგიონული მენეჯერის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს