ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 10

ირაკლი მეზურნიშვილი: ინვესტიციების კუთხით იაპონია ძალიან აქტიურია და მნიშვნელოვანია, შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან დიდია ინტერესი იაპონური კომპანიებისა, რომ შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე

ირაკლი მეზურნიშვილი: ინვესტიციების კუთხით იაპონია ძალიან აქტიურია და მნიშვნელოვანია, შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან დიდია ინტერესი იაპონური კომპანიებისა, რომ შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • PABSEC-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ტოკიოში გამართული ოფიციალური შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ საუბარი ქართულ-იაპონურ ურთიერთობაზე შედგა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

PABSEC-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ტოკიოში გამართული ოფიციალური შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ საუბარი ქართულ-იაპონურ ურთიერთობაზე შედგა…

PABSEC-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ტოკიოში გამართული ოფიციალური შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ საუბარი ქართულ-იაპონურ ურთიერთობაზე შედგა.

მანვე აღნიშნა, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსა და იაპონიის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ტოკიოში, იაპონიის პარლამენტში შევხვდით საქართველოსა და იაპონიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ბატონ აისავას. ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ-იაპონურ ურთიერთობაზე. იაპონია არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მეგობარი, ყველა პლატფორმაზე საქართველოს ძალიან აქტიურად უჭერს მხარს.

ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსა და იაპონიის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას. მოგეხსენებათ, იაპონიას მსოფლიოში მეოთხე ეკონომიკა აქვს, 4 ტრილიონი მთლიანი შიდა პროდუქტით.

ინვესტიციების კუთხით იაპონია ძალიან აქტიურია და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან დიდია ინტერესი იაპონური კომპანიებისა, რომ შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართულ-იაპონური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა მეზურნიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს