ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 11

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯოდმარის მოადგილე: სერტიფიცირება არის პროდუქტის ხარისხის დადასტურება

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯოდმარის მოადგილე:   სერტიფიცირება არის პროდუქტის ხარისხის დადასტურება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "სერტიფიკატი ნიშნავს, რომ კონკრეტულ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თუ ღვინის მწარმოებელი გაურბის სერტიფიცირების პროცესს, ეს შეიძლება ბადებს კითხვებს მისი პროდუქტის ხარისხთან მიმართებაში.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"სერტიფიკატი ნიშნავს, რომ კონკრეტულ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თუ ღვინის მწარმოებელი გაურბის სერტიფიცირების პროცესს, ეს შეიძლება ბადებს კითხვებს მისი პროდუქტის ხარისხთან მიმართებაში.…

"სერტიფიკატი ნიშნავს, რომ კონკრეტულ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თუ ღვინის მწარმოებელი გაურბის სერტიფიცირების პროცესს, ეს შეიძლება ბადებს კითხვებს მისი პროდუქტის ხარისხთან მიმართებაში. ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც, სწორედ ქართული ღვინის ხარისხზე ზრუნვაა", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ვაჭარაძემ.

საქართველოს მეღვინეობის დარგის განვითარების გარდამავალ ეტაპზე, სერტიფიცირების გარკვეული მომსახურება საფასურისგან გათავისუფლებული იყო, თუმცა, დღეს ვითარება შეცვლილია - საქართველოში 3 ათასზე მეტი ღვინის მწარმოებელია დარეგისტრირებული, ქართული ღვინო მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში იყიდება, ხოლო წლიური ექსპორტი საშუალოდ 100 მლნ ლიტრს აღწევს, შესაბამისად, დარგის განვითარების ამ ეტაპზე სერთიფიცირების მომსახურების სრულად უფასოდ შენარჩუნების საჭიროება აღარ დგას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს