ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს უმასპინძლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს უმასპინძლა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ეწვია გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, დიდიე ტღებიუკი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ეწვია გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, დიდიე ტღებიუკი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქ…

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ეწვია გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, დიდიე ტღებიუკი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე.

„შეხვედრის ფარგლებში ბატონმა ტღებიუკმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს, თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და თითოეული ადვოკატის მნიშვნელოვან როლს ქვეყანაში სანდო, დამოუკიდებელი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა, ასევე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე.

ირაკლი ყანდაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების პროცესში და აღნიშნა, რომ მსგავსი პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიული სტანდარტების გაძლიერების, ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, დიდიე ტღებიუკმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შემდგომი გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მზადყოფნა დაადასტურა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს