ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 6

საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი სიმფონიური მუსიკის მორიგ კონცერტს გამართავს

საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი სიმფონიური მუსიკის მორიგ კონცერტს გამართავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 101-ე საკონცერტო სეზონის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, საქართველოს კუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 101-ე საკონცერტო სეზონის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, საქართველოს კუ…

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 101-ე საკონცერტო სეზონის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში სიმფონიური მუსიკის მორიგ კონცერტს გამართავს.

101-ე საკონცერტო სეზონი 2 ოქტომბერს კახი სოლომნიშვილის დირიჟორობით გაიხსნა და სოლისტის რანგში მსმენელის წინაშე წარდგა მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე ვალერი სოკოლოვი.

6 ნოემბერს, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მსმენელის წინაშე წარდგება ცნობილი საქსოფონისტი რიშარდ ზოლეძიევსკი. სადირიჟორო პულტთან - რევაზ ჯავახიშვილი. შესრულდება ვინსენტ დე ინდის, დარიუს მიოს, ჯორჯ გერშვინის და გია ყანჩელის თხზულებები.

კონცერტები ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში (დავით აღმაშენებლის გამზირი 182) 20:00 საათზე გაიმართება და ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმაზე - TKT.GE


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს