ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 7

კობა კობალაძე ვეტერანი მხატვრის, ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის ნამუშევრების გამოფენას დაესწრო

კობა კობალაძე ვეტერანი მხატვრის, ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის ნამუშევრების გამოფენას დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთ…

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, აფხაზეთის ომის ვეტერანის, ახლახან გარდაცვლილი ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას დაესწრო. გამოფენა მხატვრის ხსოვნის პატივსაცემად მოეწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 100-მდე ფერწერული ტილო, მათ შორის პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები, რელიგიურ და ომის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. ეს მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენაა.

ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილი თვითნასწავლი მხატვარი გახლდათ. მან ხატვა 65 წლის ასაკში დაიწყო. იგი მიმდინარე წლის 29 სექტემბერს გარდაიცვალა.

მხატვრობასთან ერთად, ავთანდილ რეხვიაშვილი წარმატებული სპორტსმენიც იყო. იგი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში სპორტის ოსტატი, საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდების წევრი გახლდათ.

წლების განმავლობაში, ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, ის კადრების მთავარი სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის მოადგილის, ასევე სამხედრო-საზღვაო ძალების კადრების განყოფილების უფროსის მოადგილისა და უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობებს იკავებდა.

ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს