ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

თენგიზ შარმანაშვილი – ევროსაბჭოს რეზოლუცია გაჯერებულია არასწორი ინფორმაციით, მათი მიზანია, ქვეყანაში ვითარება დაძაბონ და საქართველო თავის მართლების რეჟიმში ჩააყენონ

თენგიზ შარმანაშვილი – ევროსაბჭოს რეზოლუცია გაჯერებულია არასწორი ინფორმაციით, მათი მიზანია, ქვეყანაში ვითარება დაძაბონ და საქართველო თავის მართლების რეჟიმში ჩააყენონ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საინფორმაციო წნეხის გამო ასეთი სახის რეზოლუციებს მუდმივად იმეორებენ, წნეხი რომ ვერ მუშაობს, ხედავთ. ჩვენ ეროვნული ინტერესებით ვმოქმედებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საინფორმაციო წნეხის გამო ასეთი სახის რეზოლუციებს მუდმივად იმეორებენ, წნეხი რომ ვერ მუშაობს, ხედავთ. ჩვენ ეროვნული ინტერესებით ვმოქმედებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს…

საინფორმაციო წნეხის გამო ასეთი სახის რეზოლუციებს მუდმივად იმეორებენ, წნეხი რომ ვერ მუშაობს, ხედავთ. ჩვენ ეროვნული ინტერესებით ვმოქმედებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუცია გაჯერებულია არასწორი ინფორმაციით.

„ევროსაბჭოს მიერ მომზადებული რეზოლუცია გადამღერებაა ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის. როგორც წესი, ეს ასე ხდება, რადგან პროცესი ერთი ცენტრის მხრიდან იმართება. რეზოლუცია გაჯერებულია არასწორი ინფორმაციით და დასკვნებს ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებენ. ამაში სიახლე არაფერია, ისინი ასეთ რეზოლუციებს პერიოდულად იღებენ ხოლმე. მათი მიზანია, ქვეყანაში ვითარება დაძაბონ და საქართველო თავის მართლების რეჟიმში ჩააყენონ. ეს ყველაფერი ხელისუფლებაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს, რომ კურსი შევცვალოთ. საინფორმაციო წნეხის გამო ასეთი სახის რეზოლუციებს მუდმივად იმეორებენ. წნეხი რომ ვერ მუშაობს, ხედავთ. ჩვენ ეროვნული ინტერესებით ვმოქმედებთ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 ივნისს საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 ივნისს დებატებს გამართავს და აღნიშნულ ანგარიშს კენჭს უყრის. თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი არიან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალანათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვსშემდეგი თემატური მასალა →ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს