ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

Reuters: აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგი 1983 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

Reuters: აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგი 1983 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის სტრატეგიულ ნავთობის რეზერვში ნედლი ნავთობის მარაგი 5.5 მილიონი ბარელით შემცირდა და 325,7 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც 1983 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ენერგეტიკის დეპ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის სტრატეგიულ ნავთობის რეზერვში ნედლი ნავთობის მარაგი 5.5 მილიონი ბარელით შემცირდა და 325,7 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც 1983 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ენერგეტიკის დეპ…

აშშ-ის სტრატეგიულ ნავთობის რეზერვში ნედლი ნავთობის მარაგი 5.5 მილიონი ბარელით შემცირდა და 325,7 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც 1983 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მარაგების შემცირება უკავშირდება აშშ-ის შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც 172 მილიონი ბარელის გამოშვება ხდება გლობალური მარაგების დეფიციტის შესავსებად ირანის ომის შემდეგ და საწვავის ფასების შემცირების მიზნით.

ბოლო კვირებში აშშ-ის ნავთობის მარაგები სწრაფად იკლებს, რაც განპირობებულია ამერიკული ნავთობის მიმართ ძლიერი ექსპორტისა და გადამუშავების მოთხოვნით, წერს სააგენტო.

ომის დაწყების შემდეგ, თებერვლის ბოლოდან, აშშ-ის საერთო ნავთობის მარაგები, მათ შორის კომერციული და სტრატეგიული რეზერვები, 111,4 მილიონი ბარელით შემცირდა და 19 ივნისის მდგომარეობით 743,3 მილიონ ბარელს შეადგენს, რაც 1984 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს