ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა ვეტერანი მოჭიდავის, ტარიელ ალიბეგაშვილის, სახელობის ღია ტურნირს უმასპინძლა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში

ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა ვეტერანი მოჭიდავის, ტარიელ ალიბეგაშვილის, სახელობის ღია ტურნირს უმასპინძლა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩემპიონატის გახსნისა და დაჯილდოების ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია გუჯარაიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ზილინაშვილი, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. ღია ტურნირი ყა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩემპიონატის გახსნისა და დაჯილდოების ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია გუჯარაიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ზილინაშვილი, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. ღია ტურნირი ყა…

ჩემპიონატის გახსნისა და დაჯილდოების ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია გუჯარაიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ზილინაშვილი, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

ღია ტურნირი ყაზბეგის სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მასში, ქვეყნის მასშტაბით, 350-მდე უმცროსი ასაკის მოჭიდავე მონაწილეობდა.

ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ყაზბეგის ჭიდაობის წრის მოსწავლეებმა. 64 კგ წონით კატეგორიაში I ადგილი ბექა ბუქურმა მოიპოვა, 35 კგ წონით კატეგორიაში II ადგილზე გავიდა თორნიკე კობიაშვილი, ხოლო 26 კგ წონით კატეგორიაში, III ადგილზე - გაბრიელ ავსაჯანიშვილი.

ფინალურ შეჯიბრებაში 18 წონით კატეგორიაში გამოვლენილი პრიზიორები და გამარჯვებულები ყაზბეგის სპორტის განვითარების ცენტრის მიერ სიმბოლური მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს, ხოლო ჩემპიონებს ადგილობრივი ბიზნესმენის, გოგი ალიბეგაშვილის, მიერ დაწესებული ფულადი პრიზები გადაეცათ.

საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატ ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირი თინათინ კორძაიასა და ზვიად ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით, ყაზბეგის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან არსებული ანსამბლის "მთის შვილების" ქორეოგრაფიული ნომრით გაიხსნა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს