ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ცოტნე ივანიშვილი მოქალაქეს: საქართველოსთვის ნამდვილად არის დამღუპველი პრობლემის არ აღიარება. სხვას რომ უჯავრდები, ხომ ხედავ, უპრობლემოდ შეგიძლია კომენტარის დაწერა. კარგი იქნება, თუ მიუღებელ თეზისზე საკუთარ შეხედულებასაც გამაცნობ, დისკუსიაში შევიდეთ, მხოლოდ სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ და მორალის კითხვას ნუ დაუწყებ მათი პოზიციის გამო

ცოტნე ივანიშვილი მოქალაქეს: საქართველოსთვის ნამდვილად არის დამღუპველი პრობლემის არ აღიარება. სხვას რომ უჯავრდები, ხომ ხედავ, უპრობლემოდ შეგიძლია კომენტარის დაწერა.  კარგი იქნება, თუ მიუღებელ თეზისზე საკუთარ შეხედულებასაც გამაცნობ, დისკუსიაში შევიდეთ, მხოლოდ სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ და მორალის კითხვას ნუ დაუწყებ მათი პოზიციის გამო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თუ ჩემს პოზიციას ვინმე იზიარებს, ნუ თარგმნი ისე, რომ ვინმეს ეშინია, უხერხულია- ამ სიტყვებით უპასუხა ცოტნე ივანიშვილმა სოციალურ ქსელში მოქალაქეს, რომელმაც ივანიშვილის ინტერვიუს ვიდეოზე კომენტარი დაწერა და ხალხს პრეტენზიით…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თუ ჩემს პოზიციას ვინმე იზიარებს, ნუ თარგმნი ისე, რომ ვინმეს ეშინია, უხერხულია- ამ სიტყვებით უპასუხა ცოტნე ივანიშვილმა სოციალურ ქსელში მოქალაქეს, რომელმაც ივანიშვილის ინტერვიუს ვიდეოზე კომენტარი დაწერა და ხალხს პრეტენზიით…

თუ ჩემს პოზიციას ვინმე იზიარებს, ნუ თარგმნი ისე, რომ ვინმეს ეშინია, უხერხულია- ამ სიტყვებით უპასუხა ცოტნე ივანიშვილმა სოციალურ ქსელში მოქალაქეს, რომელმაც ივანიშვილის ინტერვიუს ვიდეოზე კომენტარი დაწერა და ხალხს პრეტენზიით მიმართა, რატომ არავინ ეწინააღმდეგება ცოტნეს აზრს.

მოქალაქე ლაშა ტრაპაიძე წერს, რომ ქათინაური და ღლაბუცია საქართველოს დამღუპველი.

“როგორ არავინ არ ეწინააღმდეგებით ეგრე რამ შეგაშინათ? ტყუილიც რომ თქვას მაინც გაავსებთ ქათინაურებით. აი ეგ ქათინაური და ღლაბუცია საქართველოს დამღუპველი. პირიქით შეუსწორეთ, არ დაეთანხმოთ, საღი აზრი გამოატანინეთ ახალგაზრდას, მაგასაც ნუ დაღუპავთ”- აღნიშნავს ტრაპაიძე.

თავის მხრივ, ცოტნე ივანიშვილი ტრაპაიძეს დისკუსიას სთავაზობს და ამასთან მიუთითებს, რომ მასაც უპრობლემოდ შეუძლია აზრის დაფიქსირება.

“ლაშა, მოგესალმები. პირველ რიგში მინდა გთხოვო, რომ ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. თუ ჩემს პოზიციას ვინმე იზიარებს, ნუ თარგმნი ისე, რომ ვინმეს ეშინია, უხერხულია. საქართველოსთვის ნამდვილად არის დამღუპველი პრობლემის არ აღიარება, ხარვეზის ვერ დანახვა და შეცდომის არ შესწორება, მაგრამ სხვას რომ უჯავრდები, ხომ ხედავ რომ უპრობლემოდ შეგიძლია აქ კომენტარის დაწერა. ამიტომ მე პირადად მაინტერესებს შენგან კონკრეტულად რაში არ მეთანხმები, რომელი პოზიციაა მიუღებელი შენთვის და ასევე კარგი იქნება, თუ მიუღებელ თეზისზე საკუთარ შეხედულებასაც გამაცნობ. ვიკამათოთ, დისკუსიაში შევიდეთ ერთმანეთთან, მხოლოდ სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ და მორალის კითხვას ნუ დაუწყებ ადამიანებს მათი პოზიციის გამო.”- წერს ცოტნე ივანიშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალანათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვსშემდეგი თემატური მასალა →ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს