ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის თანამშრომლებს: თქვენ აკეთებთ საქმეს, რომელიც სიცოცხლის რისკთან არის დაკავშირებული, სახელმწიფო ყოველთვის ვალდებული იქნება განსაკუთრებულად დააფასოს თქვენი თავდაუზოგავი შრომა და გამბედაობა

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის თანამშრომლებს: თქვენ აკეთებთ საქმეს, რომელიც სიცოცხლის რისკთან არის დაკავშირებული, სახელმწიფო ყოველთვის ვალდებული იქნება განსაკუთრებულად დააფასოს თქვენი თავდაუზოგავი შრომა და გამბედაობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსების 32 წლისთავი მიულოცეს. ღონისძიებაზე აქცენტი თანამშრომლების პროფესიონალიზმზე გაკეთდა. სამსახურ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსების 32 წლისთავი მიულოცეს. ღონისძიებაზე აქცენტი თანამშრომლების პროფესიონალიზმზე გაკეთდა. სამსახურ…

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსების 32 წლისთავი მიულოცეს. ღონისძიებაზე აქცენტი თანამშრომლების პროფესიონალიზმზე გაკეთდა.

სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობასა და გეგმებზე ისაუბრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა. დაჯილდოვდა 32 თანამშრომელი.

"თქვენ აკეთებთ საქმეს, რომელიც სიცოცხლის რისკთან არის დაკავშირებული" - ამ სიტყვებით მიმართა ვიცე-პრემიერმა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს და თავდაუზოგავი შრომისა და გამბედაობისთვის მადლობა გადაუხადა.

"თქვენ ხართ იმ სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ნდობასთან და ერთგულებასთან.

თქვენ აკეთებთ საქმეს, რომელიც შეიცავს ყოველწამიერ რისკს და რომელიც, თავის მხრივ, სიცოცხლის რისკთანაც არის დაკავშირებული. საქმისადმი ერთგულება და გათვითცნობიერებული თავგანწირვა, თქვენი პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

შეუძლებელია იყო ამ პროფესიის წარმოუდგენელი, ვაჟკაცური ბუნების და თვისებების გარეშე. თქვენ ემსახურებით საქმეს, რომელსაც ასეთი თვისებების გარდა სჭირდება ძალიან მაღალი კომპეტენცია და უშეცდომობა. გულწრფელი მადლობა ყველას ასეთი პროფესიონალიზმის და უღალატობისთვის. ქართული სახელმწიფო კი, ყოველთვის ვალდებული იქნება განსაკუთრებულად დააფასოს თქვენი თავდაუზოგავი შრომა და გამბედაობა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს