ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

The Guardian: ბრიტანელი დეპუტატები რუსული მულტფილმის „მაშა და დათვის“ ეთერიდან ამოღებას ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ის რუსეთის „რბილი ძალის“ დემონსტრირებაა

The Guardian: ბრიტანელი დეპუტატები რუსული მულტფილმის „მაშა და დათვის“ ეთერიდან ამოღებას ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ის რუსეთის „რბილი ძალის“ დემონსტრირებაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეისწავლოს შესაძლებლობა, შეწყდეს რუსული ანიმაციური სერიალის „მაშა და დათვის“ მაუწყებლობა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს . დეპუტატების შეფასებით,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეისწავლოს შესაძლებლობა, შეწყდეს რუსული ანიმაციური სერიალის „მაშა და დათვის“ მაუწყებლობა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს . დეპუტატების შეფასებით,…

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეისწავლოს შესაძლებლობა, შეწყდეს რუსული ანიმაციური სერიალის „მაშა და დათვის“ მაუწყებლობა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

დეპუტატების შეფასებით, საბავშვო შოუ, შესაძლოა, რუსეთის „რბილი ძალის“ ფორმად გამოიყენებოდეს.

როგორც The Guardian-ი წერს, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი დეპუტატები აცხადებენ, რომ ანიმაციური სერიალი, რომელიც პატარა გოგონასა და ცირკის დათვის თავგადასავლებს ასახავს, შესაძლოა, ბავშვებზე პროპაგანდისტულ გავლენას ახდენდეს.

სერიალი, რომელიც რუსულ ხალხურ ზღაპრებზეა დაფუძნებული, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმაციაა YouTube-ზე. მის ერთ-ერთ ეპიზოდს 4.6 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

თუმცა, მულტფილმი კრიტიკის ობიექტი გახდა როგორც უკრაინის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ორგანიზაციების, ისე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომლებიც მას რუსეთის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად მიიჩნევენ.

ბრიტანელი დეპუტატები კულტურის მინისტრს ლიზა ნანდის წერილით მიმართავენ და საკითხში გარკვევას სთხოვენ.

დეპუტატების მიერ მომზადებულ წერილს, რომელსაც ლიბერალ-დემოკრატი პარლამენტარი ტომ გორდონი ხელმძღვანელობს, 50-ზე მეტი პარლამენტარი აწერს ხელს. მათი მტკიცებით, მულტიპლიკაციის ზოგიერთი სცენა „პროპაგანდისტულ შინაარსს“ შეიცავს და ეს „არ არის ფარული მინიშნება“.

ისინი მიუთითებენ ეპიზოდებზე, სადაც პერსონაჟი მაშა საბჭოთა სამხედრო სტილის ქუდითა და ფორმით ჩნდება, ასევე სცენაზე, სადაც მას საბჭოთა სასაზღვრო სამსახურთან დაკავშირებული ქუდი ახურავს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს