ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

დავით სონღულაშვილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა

დავით სონღულაშვილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (CBD COP17) ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (CBD COP17) ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (CBD COP17) ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრ ჰამბარძუმ მატევოსიანთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის გარემოსდაცვითი თანამშრომლობის პრიორიტეტები, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ტრანსსასაზღვრო წყლების მონიტორინგის და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხები განიხილეს.

„საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მყარ საფუძველს ქმნის გარემოსდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ჩვენს ქვეყნებს საერთო გამოწვევები აქვთ ბიომრავალფეროვნების დაცვის, წყლის რესურსების მართვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით რეგიონული გეოპარკების ერთობლივი სისტემის შექმნის ინიციატივაზე, რომლის განხორციელებაზეც საქართველო გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და შესაბამის პარტნიორებთან ერთად მუშაობს. ასევე აღინიშნა 2025 წლის დეკემბერში საქართველოსა და სომხეთის გარემოსდაცვითი მონიტორინგის შესაბამის უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობა, რომელიც ხრამი-დებედასტრანს სასაზღვრო მდინარის აუზს ეხება.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ მემორანდუმის ეფექტიან განხორციელებას და გააძლიერონ თანამშრომლობა წყლის რესურსების მონიტორინგისადა ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს კლიმატის ცვლილების საკითხები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს