ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

გიგა ფარულავა: ერთი წლის წინ იმ პარტიებსაც მოვუწოდებდით, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში, რომლებიც დღეს უნგრეთის და სერბეთის მაგალითებზე საუბრობენ

გიგა ფარულავა: ერთი წლის წინ იმ პარტიებსაც მოვუწოდებდით, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში, რომლებიც დღეს უნგრეთის და სერბეთის მაგალითებზე საუბრობენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უნგრეთის და სერბეთის არჩევნების მაგალითზე, ჩვენთვის ყოველთვის ცხადი იყო, მიგვაჩნდა, რომ ხელისუფლების შეცლის ერთადერთი სწორი გზა არჩევნებია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უნგრეთის და სერბეთის არჩევნების მაგალითზე, ჩვენთვის ყოველთვის ცხადი იყო, მიგვაჩნდა, რომ ხელისუფლების შეცლის ერთადერთი სწორი გზა არჩევნებია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავა…

უნგრეთის და სერბეთის არჩევნების მაგალითზე, ჩვენთვის ყოველთვის ცხადი იყო, მიგვაჩნდა, რომ ხელისუფლების შეცლის ერთადერთი სწორი გზა არჩევნებია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ერთი წლის წინ „გახარია საქართველოსთვის“ იმ პარტიებსაც მოუწოდებდა, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში, რომლებიც დღეს უნგრეთის და სერბეთის მაგალითებზე საუბრობენ.

„არჩევნების ბოიკოტი შეცდომა იყო. სამწუხაროდ, ცალკეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა მაშინ სხვა გზა აირჩიეს, რითაც ამომრჩევლები, ქვეყნა და პოლიტიკური პროცესები დააზიანეს. ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესები დააზიანეს. ჩვენთვის არაფერია ახალი იმაში, რომ არჩევნების გზით, ისე როგორც სერბეთში და უნგრეთში მოხდა, ასე მოხდეს ერთპარტიული მმართველობის კონკრეტული რეჟიმების შეცვლა. ამას სჭირდება სწორი და პრაგმატული დღის წესრიგი, რაც ხშირ შემთხვევაში ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს და პოლიტიკოსებს არ გააჩნდათ. ამის ნათელი დადასტურება 4 ოქტომბრის პროვოკაციული რევოლუციური სცენარები, როდესაც საზოგადოება შეცდომადი შეიყვანეს და იმაში დაარწმუნეს, რომ რევოლუციური სცენარებით ხელისუფლებას შეცვლიდნენ. მათ მოუწოდებდნენ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს