ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

დავით სონღულაშვილი CITES-ის გენერალურ მდივანს ივონ იგუეროს შეხვდა

დავით სონღულაშვილი CITES-ის გენერალურ მდივანს ივონ იგუეროს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) გენერალურ მდივანს, ივონ იგუეროს შეხვდა. ინფორ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) გენერალურ მდივანს, ივონ იგუეროს შეხვდა. ინფორ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) გენერალურ მდივანს, ივონ იგუეროს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრა ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (CBD COP17) ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა CITES-ის ფარგლებში საქართველოსა და კონვენციის სამდივნოს შორის თანამშრომლობა, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და ველური სახეობებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია CITES-ის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. განვაგრძობთ ეროვნული კანონმდებლობის, ადმინისტრაციული პროცედურებისა და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შესაბამის უწყებებს შორის კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებასა და რეგიონულ თანამშრომლობას. მზად ვართ, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ კონვენციის საქმიანობაში და ხელი შევუწყოთ საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიან შესრულებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ კონვენციის მოთხოვნების შესრულებასა და ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით უკანონო ვაჭრობის გამოვლენისა და აღკვეთის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.

დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა სახეობების აღდგენის მნიშვნელობას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ გამოცდილების გაზიარება, ხელი შეუწყონ აღსრულების შესაძლებლობების გაძლიერებას და განავითარონ რეგიონული თანამშრომლობა.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლიანა გიორგაძე ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს