ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

არჩილ გორდულაძე: კონსტიტუციური სარჩელით ვსვამთ კითხვას - 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით „ნაცმოძრაობამ“ აღიარა საქართველოს ტერიტორიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები. ერთიც ღალატია და მეორეც

არჩილ გორდულაძე: კონსტიტუციური სარჩელით ვსვამთ კითხვას - 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით „ნაცმოძრაობამ“ აღიარა საქართველოს ტერიტორიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები. ერთიც ღალატია და მეორეც
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ტყუილია, რომ ამ სარჩელით საქართველოს ომის დაწყებას ვაბრალებთ, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს ომის დაწყება დაბრალდება და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასევე ჰააგის სასამართლოს გამოძიების შედეგებს შ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ტყუილია, რომ ამ სარჩელით საქართველოს ომის დაწყებას ვაბრალებთ, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს ომის დაწყება დაბრალდება და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასევე ჰააგის სასამართლოს გამოძიების შედეგებს შ…

ტყუილია, რომ ამ სარჩელით საქართველოს ომის დაწყებას ვაბრალებთ, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს ომის დაწყება დაბრალდება და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასევე ჰააგის სასამართლოს გამოძიების შედეგებს შევეწინააღმდეგებით, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, მმართველი პარტია სვამს კითხვას, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით, "ნაცმოძრაობამ" აღიარა საქართველოს ტერიტორიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები.

"სინამდვილეში: ჩვენ კონსტიტუციური სარჩელით ვსვამთ კითხვას - 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით „ნაცმოძრაობამ“ აღიარა საქართველოს ტერიტორიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები. ერთიც ღალატია და მეორეც. „ნაცმოძრაობა“ ფაქტებს იმგვარად აყალიბებს, რომ თითქოს მისი დამსახურებაა სტრასბურგის სასამართლოში და ჰააგაში საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა, მაშინ როდესაც აღნიშნული წარმატება ჩვენი გუნდის დამსახურებაა. „ნაცმოძრაობამ“ ერთადერთი რაც ამ შემთხვევაში გააკეთა არის ის, რომ მან გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროს არავითარი მტკიცებულებები არ წარადგინა, რის გამოც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ საქმე წააგო. სხვათა შორის, სარჩელის წარდგენის დროს იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია იყო," - აღნიშნა მან.

გორდულაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ოჩიგავას და გირგვლიანის საქმეზე და "ნაცმოძრაობის" წევრების განცხადებას იმის შესახებ, თითქოს ამ საქმეებზე სტრასბურგს არც ერთი უფლების სისტემური დარღვევა არ დაუდგენია, ტყუილი უწოდა.

"ტყუილია, რომ ოჩიგავას და გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგს არცერთი უფლების სისტემური დარღვევა არ დაუდგენია.

სინამდვილეში: ოჩიგავას საქმეზე ევროპულმა სასამართლომ სწორედ სისტემური და სისტემატური წამება დაადგინა. გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების 276-ე პარაგრაფში სასამართლო უთითებს, რომ გაოგნებულია, რადგან ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის, პრეზიდენტი, იმ მიზნით მოქმედებდა, რათა ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო", - განაცხადა გორდულაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს