ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა, სინამდვილეში მან ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ქართული ოცნებისადმი გამოვლენილი უდიდესი მხარდაჭერის გამო დათმო

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა, სინამდვილეში მან ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ქართული ოცნებისადმი გამოვლენილი უდიდესი მხარდაჭერის გამო დათმო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ტყუილია, რომ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა და მიუხედავად მის ხელში დარჩენილი ბერკეტებისა, ქართული ოცნების მიერ ხელისუფლების განხორციელებისთვის ხელი არ შეუშლია, - განაცხადა პარლამენტის იუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ტყუილია, რომ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა და მიუხედავად მის ხელში დარჩენილი ბერკეტებისა, ქართული ოცნების მიერ ხელისუფლების განხორციელებისთვის ხელი არ შეუშლია, - განაცხადა პარლამენტის იუ…

ტყუილია, რომ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა და მიუხედავად მის ხელში დარჩენილი ბერკეტებისა, ქართული ოცნების მიერ ხელისუფლების განხორციელებისთვის ხელი არ შეუშლია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ქართული ოცნებისადმი გამოვლენილი უდიდესი მხარდაჭერის გამო დათმო, ამასთან სააკაშვილი ხელისუფლების დათმობაში ამერიკელმა სენატორებმა დაარწმუნეს.

“სინამდვილეში: მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ქართული ოცნებისადმი გამოვლენილი უდიდესი მხარდაჭერის გამო დათმო. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების დათმობამდე სააკაშვილი რამდენიმე საათით ადრე 2 ამერიკელ სენატორს შეხვდა, რომლებმაც ის ხელისუფლების მშვიდობიანად დათმობაში დაარწმუნეს. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ სააკაშვილმა ხელისუფლება საკუთარი ნებით დათმო - აბსურდია.

გარდა ამისა, 2012 წლის შემდეგ სანამ სააკაშვილი ჯერ კიდე პრეზიდენტის პოსტს მცირე დროის განმავლობაში იკავებდა, მან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში შექმნილი დრაკონული კანონების შეცვლასა და გაუქმებას ითვალისწინებდა, 13 ვეტო დაადო”, - აღნიშნა გორდულაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს