ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს „ნაცმოძრაობის“ დროინდელ არცერთ თანამდებობის პირს კორუფციაზე ბრალი წარდგენილი არ ჰქონია

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს „ნაცმოძრაობის“ დროინდელ არცერთ თანამდებობის პირს კორუფციაზე ბრალი წარდგენილი არ ჰქონია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციაზე ბრალი არ ჰქონიათ, სიმართ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციაზე ბრალი არ ჰქონიათ, სიმართ…

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციაზე ბრალი არ ჰქონიათ, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი 9 მილიონ ლარზე მეტის მითვისებისა და გაფლანგვისთვის, რაც ელიტური კორუფციის დამადასტურებელი ფაქტია. გარდა ამისა, ის მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ასევე სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეებზე, რა ფაქტებზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადგინა, რომ მართლმსაჯულება კონვენციის შესაბამისად განხორციელდა.

“ტყუილია, რომ ნაცმოძრაობის დროინდელ არცერთ თანამდებობის პირს კორუფციაზე ბრალი წარდგენილი არ ქონია.

სინამდვილეში: მიხეილ სააკაშვილი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი, 9 მილიონ ლარზე მეტის მითვისებისა და გაფლანგვისთვის. სწორედ ეს არის ელიტური კორუფციის დამადასტურებელი ფაქტი.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი, სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ასევე, სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება კონვენციის შესაბამისად განხორციელდა.”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ .

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს