ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

დავით სონღულაშვილი ერევანში, ევროპის საბჭოსა და ბერნის კონვენციის წარმომადგენლებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი ერევანში, ევროპის საბჭოსა და ბერნის კონვენციის წარმომადგენლებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის (CBD) მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) მაღალი დონის სეგმენტის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის (CBD) მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) მაღალი დონის სეგმენტის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით…

ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის (CBD) მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) მაღალი დონის სეგმენტის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით სონღულაშვილსა და ევროპის საბჭოს სოციალური უფლებების, ჯანმრთელობისა და გარემოს დირექტორატის ხელმძღვანელ რაფაელ ბენიტეზსა და ბერნის კონვენციის გენერალურ მდივან ალესანდრა სიინოს შორის, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრებზე მხარეებმა ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებისა და ბერნის კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ბერნის კონვენციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, ისევე როგორც რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, მნიშვნელოვანია კუნმინგ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩო-პროგრამის 2030 წლის მიზნების მისაღწევად. საქართველო მზად არის, აქტიური წვლილი შეიტანოს ამ მიზნების განხორციელებაში“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პავილიონში გაიმართა ღონისძიება „დაცული ტერიტორიების გაძლიერება ბერნის კონვენციის ფარგლებში“, რომელიც რაფაელ ბენიტეზმა გახსნა.

ღონისძიების ფარგლებში, დავით სონღულაშვილმა ისაუბრა დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და მართვის მიმართულებით საქართველოს პროგრესზე. აღნიშნა, რომ ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, მათ შორის ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების გათვალისწინებით საერთო მაჩვენებელი ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 23%-ს აღწევს, რაც ბიომრავალფეროვნების გლობალური მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი წინსვლაა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვისა და აღდგენის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს, მათ შორის სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის დამტკიცებისა და ექვსი სახეობის აღდგენის მიზნით მიმდინარე ღონისძიებების მნიშვნელობას.

ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდა, რომელშიც ევროპის საბჭოს ბერნის კონვენციის თავმჯდომარე კარლო ამირგულაშვილი, ასევე ბერნის კონვენციის გენერალური მდივანი, CBD-ის სამდივნოსა და სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს