ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

ჯაბა კოღუამ 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ჯაბა კოღუამ 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერვე მოწვევის უმრავლესობის წევრმა, გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა კოღუამ 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა, - ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერვე მოწვევის უმრავლესობის წევრმა, გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა კოღუამ 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა, - ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებ…

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერვე მოწვევის უმრავლესობის წევრმა, გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა კოღუამ 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა, - ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯაბა კოღუა არის თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის (კენტი მიკრორაიონები) მაჟორიტარი, გარემოს დაცვის კომისიის, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის, საკუთრების უფლების აღიარების საკითხთა კომისიის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. საკრებულოს წევრის ანგარიში მოიცავს მის საქმიანობას უმრავლესობის ფრაქციაში, კომისიებსა და სამაჟორიტარო ოლქში.

„ჯაბა კოღუამ საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას დეტალურად მიმოიხილა სამაჟორიტარო ოლქში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მან განაცხადა, რომ მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება და მოქალაქეთა მომართვებზე რეაგირება და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა მისი საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულება იყო.

გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, კერძოდ, ლიფტების, სახურავების, წყალარინების სისტემის მოწესრიგებას და შიდა სამუშაოებზე, რაზეც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჯამურად გამგეობის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 196 658,21 ლარი დაიხარჯა.

ჯაბა კოღუას განცხადებით, სახურავის შეკეთების სამუშაოები განხორციელდა 13 მისამართზე და ახლაც აქტიურად მიმდინარეობს სხვა მისამართებზე. მაჟორიტარმა დეპუტატმა გლდანის კენტ მიკრორაიონებში ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობასა და სტადიონების რეაბილიტაციაზე ისაუბრა. ითქვა, რომ 3 000 მ²-ზე ახალი სივრცე გაშენდა უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, ასევე განხორციელდა პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია.

რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, აქტიურად ხორციელდება ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, ხოლო რამდენიმე სკოლასთან კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ჯაბა კოღუას ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს