ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

სადღობელაშვილი: ნაცმოძრაობა და მისი მეტასტაზები არ არიან უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს არის ძალა, რომელმაც უმძიმესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას. პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ამ დანაშაულებრივი პარტიის აკრძალვა, არის ის აუცილებლობა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს!

სადღობელაშვილი: ნაცმოძრაობა და მისი მეტასტაზები არ არიან უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს არის ძალა, რომელმაც უმძიმესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას. პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ამ დანაშაულებრივი პარტიის აკრძალვა, არის ის აუცილებლობა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს!
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამწვარი სოფლები და რუსული ოკუპაცია საქართველოს გულში - აი ეს არის “საქვეყნოდ ცნობილი გიჟის გმირობა“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამწვარი სოფლები და რუსული ოკუპაცია საქართველოს გულში - აი ეს არის “საქვეყნოდ ცნობილი გიჟის გმირობა“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი,…

„დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამწვარი სოფლები და რუსული ოკუპაცია საქართველოს გულში - აი ეს არის “საქვეყნოდ ცნობილი გიჟის გმირობა“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ნაცვლად ბოდიშების მოხდისა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დამცინავი ტონით საუბრობენ. ანალიტიკოსი იხსენებს სააკაშვილის რეჟიმს, ტერიტორიების დაკარგვას, ომის დაწყებასა და ქვეყნისთვის მიყენებულ უმძიმეს ზიანს და მიიჩნევს, რომ პარტიის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა აუცილებელია.

„სამართლიანობის აღდგენა უნდა დაიწყოს ნაციონალური მოძრაობის აკრძალვით! იმის მაგივრად ყოველ დღე, დილიდან საღამომდე მუხლმოდრეკილები საქართველოს მოსახლეობას ბოდიშებს უხდიდნენ, დამცინავი ტონით იხსენიებენ იმ ადამიანებს რომლებმაც საკუთარი ტრაგედია საქვეყნოდ გამოიტანეს.

- მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მოძალადე და მოღალატე რეჟიმმა საკუთარი პოლიტიკური გადარჩენისა და ვიწრო ინტერესების გამო, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი პრაქტიკულად რუსეთს მიჰყიდეს და ქვეყანა უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენეს! ამ ავანტიურისტულმა მმართველობამ საკუთარი ამბიციების გამო ქვეყანა სასაკლაოდ აქცია. მტრის აგრესიის პირისპირ დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა პირდაპირ ომის ხაზზე მიატოვეს. თავად ხელისუფლება კი ისტორიას პანიკაში ჩავარდნილი, ჰალსტუხების მჭამელი მხდალი ლიდერის სახით ჩაეწერა!

- დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამწვარი სოფლები და რუსული ოკუპაცია საქართველოს გულში - აი ეს არის “საქვეყნოდ ცნობილი გიჟის გმირობა“!

- ნაცმოძრაობა და მისი მეტასტაზები არ არიან უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს არის ძალა, რომელმაც უმძიმესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას. პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ამ დანაშაულებრივი პარტიის აკრძალვა, არის ის აუცილებლობა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს