ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 13

დიმიტრი ხუნდაძე ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების კანონპროექტზე: თუ ამ კანონის დაჩქარებულად მიღების აუცილებლობა არსებობდა, განხილვა ადრე უნდა დაგვეწყო. კანონში ცვლილებების მისაღებად საჭიროა მონაცემების გაანალიზება და არა მხოლოდ იმის მოლოდინი, რომ ტურნირი ქვეყნისთვის გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს

დიმიტრი ხუნდაძე ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების კანონპროექტზე: თუ ამ კანონის დაჩქარებულად მიღების აუცილებლობა არსებობდა, განხილვა ადრე უნდა დაგვეწყო. კანონში ცვლილებების მისაღებად საჭიროა მონაცემების გაანალიზება და არა მხოლოდ იმის მოლოდინი, რომ ტურნირი ქვეყნისთვის გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საინტერესოა, როგორი იქნება ამ ტურნირის სოციალური ფასი,- ასე მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთ ავტორს შოთა ბერეკაშვილს „ლატარიების, აზარტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საინტერესოა, როგორი იქნება ამ ტურნირის სოციალური ფასი,- ასე მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთ ავტორს შოთა ბერეკაშვილს „ლატარიების, აზარტ…

საინტერესოა, როგორი იქნება ამ ტურნირის სოციალური ფასი,- ასე მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთ ავტორს შოთა ბერეკაშვილს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის განხილვისას.

დეპუტატის თქმით, საკანონმდებლო ჩარჩოში აუცილებად უნდა მოექცეს და გაკონტროლდეს ასეთი ტიპის შეჯიბრებების გამართვის ადგილი.

„რატომ ვიღებთ ამ კანონს ასე დაჩქარებულად? თუ ამის აუცილებლობა არსებობდა, განხილვა ცოტა ადრე უნდა დაგვეწყო. თუ ასე არ არის, მაშინ ამ გადაწყვეტილებისთვის საჭიროა მონაცემების გადამოწმება, გაანალიზება და არა მხოლოდ იმის მოლოდინი, რომ ტურნირი ქვეყნისთვის გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს. საინტერესოა, როგორი იქნება ამ ტურნირის სოციალური ფასიც.

რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, ორი კითხვა მაქვს:

კანონით განისაზღვრება ტურნირში მონაწილეთა რაოდენობა. კერძოდ, წერია, რომ შეჯიბრში მონაწილეთა პროცენტული თანაფარდობა არის 30/70-ზე - ანუ 30 პროცენტი საქართველოს, ხოლო 70 პროცენტი უცხოეთის მოქალაქეა. როგორ ხდება ამ ბალანსის დაცვა და გაანგარიშება? ხომ შეიძლება იყოს, მაგალითად, 3 უცხოელი და 1 ქართველი?

რაც შეეხება მეორე კითხვას: კანონპროექტში ცოტა ბუნდოვანია ის მუხლი, რომელიც სათამაშო ტურნირების ჩატარების ადგილს განსაზღვრავს.

კერძოდ, წერია, რომ შეჯიბრის გამართვა შეიძლება სამორინეში კაზინოში და კიდევ „სხვა ადგილას“. რა იგულისხმება ამ სხვა ადგილში - ქუჩა, კონკრეტული თავშეყრის ადგილი თუ რა?“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის საპასუხოდ, შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, რომ

ტურნირის ჩატარების ლოკაციის განსაზღვრისთვის, ორგანიზატორი მიმართავს ნებართვის გამცემ ორგანოს და საუბარია მაღალი კლასის სასტუმროებზე. მისი განმარტებით, აღნიშნული ღონისძიება საკმაოდ მაღალშემოსავლიანია ქვეყნისთვის და ევროპის ბევრ ქვეყანაშია დაშვებული ამ ტიპის ღონისძიებები.

“რაც შეეხება ტურნირის ჩატარების ლოკაციას, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში მიმართავს ნებართვის გამცემ ორგანოს და იქ განისაზღვრება, სად ჩატარდება ტურნირი. აქ საუბარია მაღალი კლასის სასტუმროებზე. ეს საკმაოდ ძვირადღირებული ღონისძიებაა. ტურნირის მონაწილეებიც იმავე მაღალი კლასის სასტუმროში რჩებიან და ეს საკმაოდ მაღალშემოსავლიანი ღონისძიებაა,”- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს