ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოძიებას აწარმოებს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი

ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოძიებას აწარმოებს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ და განცხადებით მიმართა პარლამენტს, როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს მის განცხადებას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ და განცხადებით მიმართა პარლამენტს, როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს მის განცხადებას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენ…

მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ და განცხადებით მიმართა პარლამენტს, როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს მის განცხადებას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეზე პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოძიებას აწარმოებს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ გაჩნდა ეს კითხვები და ეჭვები. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შესაძლებელი იყო შიდა მოკვლევა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ. ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ბორდის წევრთან მიმართებით თანამშრომლებს შეუძლიათ ამ მოკვლევის გაკეთება.

თუმცა, ძალიან კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას. პროკურატურა თავის კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ასევე ისიც მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ და განცხადებით მიმართა პარლამენტს. ჩვენ მანამდე სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებიდან აცილება გავაკეთეთ, რათა ამ კუთხით არ ყოფილიყო დამატებითი კითხვები. როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს მის განცხადებას გადადგომის შესახებ“, – განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ 9 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ, ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო. მოგვიანებით ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს