ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ლევან მახაშვილი ევროკომისიის მიერ საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებული ორგანიზაციების დაფინანსებაზე: ამ ტიპის ბრალდებები ხაზს უსვამს, რომ სისტემას სჭირდება გამჭვირვალობა, ღიაობა და მაქსიმალურად ანგარიშვალდებულება

ლევან მახაშვილი ევროკომისიის მიერ საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებული ორგანიზაციების დაფინანსებაზე: ამ ტიპის ბრალდებები ხაზს უსვამს, რომ სისტემას სჭირდება გამჭვირვალობა, ღიაობა და მაქსიმალურად ანგარიშვალდებულება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იმდენად დახურული და გაუმჭვირვალეა ეს სისტემა, რომ შეუძლებელია რაიმე კონკრეტულ კვალზე გახვიდე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციებით, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იმდენად დახურული და გაუმჭვირვალეა ეს სისტემა, რომ შეუძლებელია რაიმე კონკრეტულ კვალზე გახვიდე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციებით, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომ…

იმდენად დახურული და გაუმჭვირვალეა ეს სისტემა, რომ შეუძლებელია რაიმე კონკრეტულ კვალზე გახვიდე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციებით, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკომისიის მიერ საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებული ორგანიზაციების დაფინანსებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ამ ტიპის ბრალდებები ხაზს უსვამს, რომ სისტემას სჭირდება გამჭვირვალობა, ღიაობა და მაქსიმალურად ანგარიშვალდებულება.

„ფაქტია, რომ არსებობს გარკვეული სქემები, რისი დახმარებითაც და რისი საშუალებითაც ფული ილექება ისეთ პროცესებში, რომელიც არ არის ადგილობრივი სახელმწიფოების თუ ხალხების ინტერესებში. მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს ყველამ იმისთვის, რომ გახსნან ასეთი დაფარული სქემები, მეტი გამჭვირვალობა უზრუნველყონ, რათა გამოჩნდეს სად მიდის ფული და თუ რაღაც ისეთში იხარჯება, რაც არ არის კანონის შესაბამისი, ამასაც უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ევროკომისიის სკანდალური დაფინანსება. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ევროკომისია საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს აფინანსებდა. პოლონური, ბელგიური და ესპანური გამოცემები წერენ, რომ ამ ორგანიზაციებს ევროკავშირისა და სოროსის ფონდებისგან მილიონობით ევრო აქვთ მიღებული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს