ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს ეუთო/ოდირმა დაასკვნა, რომ 2024 წლის არჩევნები ხალხის ნებას არ ასახავდა, ხოლო პროკურატურის გამოძიება არაფერს ადასტურებს

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს ეუთო/ოდირმა დაასკვნა, რომ 2024 წლის არჩევნები ხალხის ნებას არ ასახავდა, ხოლო პროკურატურის გამოძიება არაფერს ადასტურებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, ის პარტიის კოალიცია „ცვლილებისთვის“ მიერ გაჟღერებულ ტყუილებსა და მანი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, ის პარტიის კოალიცია „ცვლილებისთვის“ მიერ გაჟღერებულ ტყუილებსა და მანი…

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, ის პარტიის კოალიცია „ცვლილებისთვის“ მიერ გაჟღერებულ ტყუილებსა და მანიპულაციებს პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცებები 2024 წლის არჩევნებსა და პროკურატურის გამოძიებასთან დაკავშირებით სრულ სიცრუეს წარმოადგენს.

მისი თქმით, ეუთო/ოდირს არ უთქვამს, რომ არჩევნები მოქალაქეთა ნებას არ ასახავდა - პირიქით, დაასკვნეს, რომ პროცესი კარგად იყო ორგანიზებული, რაც შეეხება გამოძიებას, 800-მდე საგამოძიებო მოქმედებითა და 400-მდე პირის გამოკითხვით განმეორებითი ხმის მიცემა გამოირიცხა, ხოლო ოპოზიციამ გაყალბების მტკიცებულებები ვერ წარადგინა.

„მოპასუხის წარმომადგენელმა ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ ასახავდა საქართველოს მოქალაქეთა ნებას. სინამდვილეში: ეუთო/ოდირს არ უთქვამს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები საქართველოს მოქალაქეთა ნებას არ ასახავდა“,-აღნიშნა გორდულაძემ.

გორდულაძის თქმით, ეუთო/ოდირმა სრულად შეაფასა საქართველოში ჩატარებული არჩევნები და დაასკვნა, რომ არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო. მისივე განცხადებით, „ყველას ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინა და მისიის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე გამოხატა მზაობა არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის“.

გორდულაძე მოპაუსხის განცხადებაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ, ჩატარებული გამოძიების შედეგები არაფერს ადასტურებს, ამბობს, რომ „მოწმეებმა არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები პროკურატურას ვერ წარუდგინეს.”

„პროკურატურის ინფორმაციით - ჩატარებული იქნა 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება; გამოკითხული იყო 400-მდე პირი; ჩატარებული ექსპერიმენტებით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ იმავე ან სხვადასხვა საარჩევნო უბანზე განმეორებითი ხმის მიცემის შესაძლებლობა; მოწმეებმა არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები პროკურატურას ვერ წარუდგინეს.” - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს