ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

იუსტიციის მინისტრი: ვადასტურებ, რომ ფეიქრიშვილი მარტო არ იყო საკანში

იუსტიციის მინისტრი: ვადასტურებ, რომ ფეიქრიშვილი მარტო არ იყო საკანში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში... გამოძიება დაადგენს კონკრეტულად პირების სახელებსა და გვარებს, ვინ იყვნენ ამ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში... გამოძიება დაადგენს კონკრეტულად პირების სახელებსა და გვარებს, ვინ იყვნენ ამ…

„ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში... გამოძიება დაადგენს კონკრეტულად პირების სახელებსა და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის გამოძიების მიერ დასადგენი“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვება არ მეტყველებს იმაზე, რომ მისი მხრიდან რაიმე უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი.

„პროკურატურის რეკომენდაცია იუსტიციის სამინისტროს მიმართ ან პირადად გიორგი პატარიძის გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, ცალსახად არ მეტყველებს იმაზე, რომ აქ მისი მხრიდან რაიმე უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს თანამდებობიდან გადადგომა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა. ჩაიდინა თუ არა კონკრეტულმა ადამიანმა დანაშაული, ამას გამოძიება დაადგენს. აუცილებელია, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს.

ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამას. ერთ-ერთი მოტივი საქმის გადაცემისა იყო ის, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა არ იძიებდეს მის დაქვემდებარებაში არსებულ ხელმძღვანელ პირთან დაკავშირებულ საკითხს, რადგან მისი სახელი ნახსენები იყო.... ახლაც აქტიური საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს... იმედი მაქვს, რომ, გარკვეულწილად, პირველადი კონტურები, ალბათ, მალე გამოიკვეთება და გვეცოდინება, ნამდვილად ჰქონდა თუ არა დანაშაულს ადგილი“, - განაცხადა პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს