ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

ევროპარლამენტარი ირმჰილდ ბოსდორფი ევროკომისიის სკანდალზე: ჩვენთვისაც კი ძალიან რთულია იმის გარკვევა, სად მიდის ეს თანხა. გეგმა ის არის, რომ მხარი დაუჭირონ ყველაფერს, რასაც თავად დემოკრატიად მიიჩნევენ. ეს საქართველოშიც ვნახეთ

ევროპარლამენტარი ირმჰილდ ბოსდორფი ევროკომისიის სკანდალზე: ჩვენთვისაც კი ძალიან რთულია იმის გარკვევა, სად მიდის ეს თანხა. გეგმა ის არის, რომ მხარი დაუჭირონ ყველაფერს, რასაც თავად დემოკრატიად მიიჩნევენ. ეს საქართველოშიც ვნახეთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენთვისაც კი ძალიან რთულია იმის გარკვევა, სად მიდის ეს თანხა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ირმჰილდ ბოსდორფმა. მან ასე შეაფასა საერთაშორისო მედი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენთვისაც კი ძალიან რთულია იმის გარკვევა, სად მიდის ეს თანხა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ირმჰილდ ბოსდორფმა. მან ასე შეაფასა საერთაშორისო მედი…

ჩვენთვისაც კი ძალიან რთულია იმის გარკვევა, სად მიდის ეს თანხა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ირმჰილდ ბოსდორფმა. მან ასე შეაფასა საერთაშორისო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ევროკომისია აფინანსებს საფრანგეთსა და იტალიაში მოქმედ ხუთ ორგანიზაციას, რომლებიც საპროტესტო აქციებს მხარს უჭერდნენ, დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ ან პოლიციის მოქმედებებს აკრიტიკებდნენ.

ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ [ევროკომისიის] გეგმაა, მხარი დაუჭირონ, რასაც ისინი მიიჩნევენ დემოკრატიად და ეს საქართველოშიც ვნახეთ.

„ვსაუბრობთ, რომ ევროკომისიამ 2021-2023 წლებში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ან სხვა ქვეყნების დახმარების მიზნით 7.4 მილიარდი დახარჯა. ვიცით ის, რომ ბევრი ორგანიზაცია და „ენჯეო“ იღებს დაფინანსებას ევროკომისიისგან. ამ „ენჯეოების“ დასახელება ძალიან რთულია, რადგან არ არის გამჭვირვალე და ჩვენთვისაც კი ძალიან რთულია იმის გარკვევა, სად მიდის ეს თანხა. გეგმა არის ის, რომ მხარი დაუჭირონ ყველაფერს, რასაც თავად დემოკრატიად მიიჩნევენ. ეს საქართველოშიც ვნახეთ. ისინი ხვდებიან მხოლოდ „ენჯეოებს“ და ოპოზიციას. ასე ხდება ყველგან - ევროკავშირის წევრ თუ არაწევრ ქვეყნებში. დღეს ორი ქვეყნის - საფრანგეთისა და იტალიის შესახებ ვიცით, თუმცა, ორგანიზაცია „ჯენერეიშენ ზეტ“-მა გამოაცხადა, რომ გერმანიის 23 ქალაქში 31 ოქტომბერს მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართება. მაგალითად, ბერლინში რამდენიმე თვის წინ არჩევნები ჩატარდა და გერმანიის დედაქალაქში კომუნისტების, სოციალისტებისა და მწვანეების მონაწილეობით ყალიბდება მთავრობა. ამიტომ ამ ღამეს ყველა ცუდის მოლოდინშია, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, რა მოხდება”, - განაცხადა ირმჰილდ ბოსდორფმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს