ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

გიორგი სოსიაშვილი ევროკომისიის სკანდალზე: ადამიანები, რომლებიც ქადაგებენ ევროპელი ხალხების ნათელ მომავალს და ევროპულ ოჯახში ეპატიჟებიან სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებებს, თავად არიან არეულობების წამხალისებლები და დამგეგმავები. ეს ინფორმაცია თუ დადასტურდა, კატასტროფა იქნება მთელი ევროპისთვის

გიორგი სოსიაშვილი ევროკომისიის სკანდალზე: ადამიანები, რომლებიც ქადაგებენ ევროპელი ხალხების ნათელ მომავალს და ევროპულ ოჯახში ეპატიჟებიან სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებებს, თავად არიან არეულობების წამხალისებლები და დამგეგმავები. ეს ინფორმაცია თუ დადასტურდა, კატასტროფა იქნება მთელი ევროპისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდად აისახება ნებისმიერ ქვეყანასთან მათ ურთიერთობაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდად აისახება ნებისმიერ ქვეყანასთან მათ ურთიერთობაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარი…

მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდად აისახება ნებისმიერ ქვეყანასთან მათ ურთიერთობაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა ევროკომისიის სკანდალზე საუბრისას.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც ქადაგებენ ევროპელი ხალხების ნათელ მომავალს და ევროპულ ოჯახში ეპატიჟებიან სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებებს, თავად არიან არეულობების წამხალისებლები და დამგეგმავები.

„ამ საერთაშორისო მედია გამოცემებში გავრცელებული ინფორმაცია თუ დადასტურდა, კატასტროფა იქნება მთელი ევროპისთვის. რომელ ევროპულ ღირებულებებზე შეიძლება ისაუბრო ადამიანებთან, თუკი ეს ადამიანები მხილებულნი იქნებიან ამ არეულობებში“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისია მორიგ სკანდალში გაეხვა - საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ხუთი ორგანიზაცია ევროკომისიიდან ფინანსდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს