ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 11

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: თავადვე ადასტურებენ იმას, რომ ფიზიკურად არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ, სარჩელს რომ დაუპირისპირო

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: თავადვე ადასტურებენ იმას, რომ ფიზიკურად არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ, სარჩელს რომ დაუპირისპირო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თავადვე ადასტურებენ იმას, რომ ფიზიკურად არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ, სარჩელს რომ დაუპირისპირონ, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში მი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თავადვე ადასტურებენ იმას, რომ ფიზიკურად არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ, სარჩელს რომ დაუპირისპირონ, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში მი…

თავადვე ადასტურებენ იმას, რომ ფიზიკურად არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ, სარჩელს რომ დაუპირისპირონ, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპოზიციის გამოსვლებზე საუბრისას. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მაგალითად ნიკა გვარამიას მიერ „მოსკოვის მექანიზმზე“ გაკეთებული განცხადებები მოიყვანა.

„საუბრობენ ისეთი „არგუმენტებით“, რაც მათივე საწინააღმდეგოა. ერთ-ერთი მაგალითი დღეს იყო, როდესაც გვარამიამ ე.წ. მოსკოვის მექანიზმი მოიშველია, როდესაც მთელმა საქართველომ ვიხილეთ, თუ რა ჩაიდინა ევრობიუროკრატიამ - გამოაგზავნეს თითქოსდა დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ის უნდა ყოფილიყო მიუკერძოებელი და აღმოჩნდა მიკერძოებული. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ორ დღეში შეისწავლა საქართველოს უახლესი ისტორია და დაწერა დასკვნა. ეს იყო დადგმული სპექტაკლი. ამ ადამიანს დაახვედრეს ეს დასკვნა, რომელიც „ენჯეოების“ და აგენტურული ოპოზიციის მიერ იყო მომზადებული. ამ ადამიანმა მხოლოდ ხელი მოაწერა ამ ყველაფერს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს