ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ზაზა ლომინაძე და ირაკლი შატაკიშვილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ზაზა ლომინაძე და ირაკლი შატაკიშვილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგ…

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარლამენტის წევრებმა სტუმრებს ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს და იმ რეფორმებსა და მიდგომებზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ახორციელებს.

„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს. ეს შეეხება როგორც ნარკოდანაშაულთან ბრძოლას, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს. ჩვენი მთავარი მიზანი კვლავაც უცვლელია - ეს არის ნარკოდანაშაულის პრევენცია, ნარკომომხმარებლების განკურნება და მომავალ თაობებზე ზრუნვა. შეხვედრაზე სტუმრებს ის საკანონმდებლო ბაზა გავაცანით, რომელიც პარლამენტმა ნარკოდანაშაულის მიმართ მიიღო, სადაც აღინიშნა, რომ ნარკოტიკების დამზადების, გადაზიდვის და რეალიზაციის მიმართ კანონი გამკაცრებულია და ამ კუთხით ბრძოლა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის დელეგაციას პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდერ კვაშნიევსკი ხელმძღვანელობს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს