ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

ზაალ ანჯაფარიძე: სხვა ვინ უნდა ამოერჩიათ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა

ზაალ ანჯაფარიძე: სხვა ვინ უნდა ამოერჩიათ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო…

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი არგუმენტებით კუთხეში მოქცეული „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური განცხადებებით ცდილობს თავის დაღწევას.

ანჯაფარიძის თქმით, გვარამია ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებიდან კომერციული მოგების მიღებაში ადანაშაულებს. აქვე, წერს, რომ გვარამიამ თავად უნდა განმარტოს, როგორ იღებდა ივანიშვილი მოგებას იმ ადამიანების ხელფასებისა და აღჭურვილობის დაფინანსებით, ვისაც სახელმწიფოს რესურსი ვერ სწვდებოდა.

„საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი არგუმენტებით ფაქტიურად კედელთან მიყენებული კოლექტიური ნაცმოძრაობა, ამაოდ ცდილობს პოლიტიკური ლაყაფით გამოძვრეს, და გადაავადოს ის მომენტი, როდესაც უკვე პოლიტიკურად დააყენებენ კედელთან. და სხვა ვინ უნდა ამოერჩიათ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის (სახელმწიფო აპარატი, პოლიცია და ა.შ.), ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ სწვდებოდა. შესაძლოა მათ შორის გვარამიაც ყოფილიყო, როგორც საჯარო მოხელე....

ოღონდაც, როგორ იღებდა ივანიშვილი ამ ქველმოქმედებაში კომერციულ მოგებას, როგორც გვარამია ამტკიცებს, ეს მან უნდა ახსნას, თუკი "ინტელექტი" გასწვდება, რა თქმა უნდა

და კიდევ, ერთი, გვარამიამ სააკაშვილისგან გამიჯვნის მიზეზად რატომღაც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების მიღება დაასახელა. არადა, როგორც უკვე ვთქვი, თავადაც შეიძლება იყო ამის ბენეფიციარი, ისევე როგორც ბევრი სხვა.

ის რატომღაც არ გაემიჯნა სააკაშვილს იმ საძაგლობების ჩადენაში, რაც იმ რეჟიმის დროს ხდებოდა, რადგანაც თავად იყო ამ ყველაფრის ერთერთი მთავარი მონაწილეც და სულისჩამდგმელიც.“ - წერს ანჯაფარიძე.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს