ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგები COP17-ზე განიხილეს

საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგები COP17-ზე განიხილეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 სხდომის (CBD COP17) ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 სხდომის (CBD COP17) ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინის…

ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 სხდომის (CBD COP17) ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტმა საქართველოს პავილიონში, ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგებისა და მათი სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ, თემატური ღონისძიება გამართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიების ფარგლებში, ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტყის ეროვნული აღრიცხვის მეთოდოლოგია, დაგეგმვისა და განხორციელების ძირითადი ეტაპები, მონაცემთა დამუშავებისა და ხარისხის კონტროლის მიდგომები, ასევე საქართველოს ტყეების მდგომარეობის შესახებ მიღებული შედეგები წარმოადგინეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღრიცხვის მონაცემების გამოყენების შესაძლებლობებზე ტყის პოლიტიკის განსაზღვრის, ტყის მდგრადი მართვის, საერთაშორისო ანგარიშგებისა და სამომავლო მონიტორინგის პროცესებში.

„COP17-ის ფარგლებში სამინისტრომ საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის მეთოდოლოგიისა და შედეგების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ვინაიდან ეს პროცესი პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად განხორციელდა, ღონისძიებამ განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლებში. დაინტერესება გამოიწვია ასევე იმ ტექნიკისა და ინსტრუმენტების გაცნობამ, რომლებიც აღრიცხვის პროცესში გამოვიყენეთ. ტყის ეროვნულმა აღრიცხვამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა ტყის ბიომასის, ბიომრავალფეროვნებისა და სახეობრივი შემადგენლობის შესახებ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ტყის ეროვნული აღრიცხვა ქვეყნის ტყის რესურსების, მათი მდგომარეობისა და ეკოლოგიური მახასიათებლების კომპლექსური შეფასების მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც საველე კვლევებს, სატელიტურ მონაცემებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს. საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვა 2019-2021 წლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა. ამ პროექტით საქართველო კავკასიაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ტყეების შესახებ მსგავსი მასშტაბის მონაცემები ეროვნულ დონეზე მოიპოვა.

ღონისძიებას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელმაც აღრიცხვის პროცესში ორგანიზაციის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე ისაუბრა.

კითხვა-პასუხის სესიისა და დისკუსიის დროს მონაწილეებმა და მომხსენებლებმა ტყის მდგრადი მართვისა და აღრიცხვის შედეგების პრაქტიკული გამოყენების საკითხები განიხილეს.

შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორის, ასევე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს