ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 35

“ლელო“ ელისაშვილს გაემიჯნა: „ალექსანდრე ელისაშვილი არასდროს ყოფილა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრი, მოსარჩელე მხარე ცდილობს, სხვა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ქმედება გაავრცელოს ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე და აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად ამას ამბობს

“ლელო“ ელისაშვილს გაემიჯნა: „ალექსანდრე ელისაშვილი არასდროს ყოფილა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრი, მოსარჩელე მხარე ცდილობს, სხვა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ქმედება გაავრცელოს ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე და აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად ამას ამბობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ალექსანდრე ელისაშვილი არასდროს ყოფილა ჩვენი პოლიტიკური პარტიის „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრი, - ამის შესახებ ,,ლელოს“ წარმომადგენელმა, თორნიკე ართქმელაძემ,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ალექსანდრე ელისაშვილი არასდროს ყოფილა ჩვენი პოლიტიკური პარტიის „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრი, - ამის შესახებ ,,ლელოს“ წარმომადგენელმა, თორნიკე ართქმელაძემ,…

ალექსანდრე ელისაშვილი არასდროს ყოფილა ჩვენი პოლიტიკური პარტიის „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრი, - ამის შესახებ ,,ლელოს“ წარმომადგენელმა, თორნიკე ართქმელაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

ართქმელაძის განმარტებით, ელისაშვილს რაიმე სახის ორგანიზაციული კავშირი „ძლიერი საქართველო - ლელოსთან“ არ გააჩნია და ის სხვა პოლიტიკური პარტიის - ,,ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" თავმჯდომარეა. შესაბამისად, მისივე თქმით, მოსარჩელე მხარე ცდილობს, სხვა პარტიის თავმჯდომარის ქმედება ,,ლელოს" აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად გამოიყენოს.

,,იმ პოლიტიკური პარტიის, რომლის აკრძალვის საკითხიც განიხილება, ელისაშვილი არასდროს ყოფილა. ეს არაერთხელ განაცხადა სხვათა შორის თავადაც და ბოლოს რამდენიმე დღის წინ გააკეთა ეს განცხადება. მეტსაც გეტყვით, არსებობს პოლიტიკური პარტია ,,ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები", არსებობს 2025 წლის 1 სექტემბრის ამონაწერი, რომლის თავმჯდომარეც არის ალექსანდრე ელისაშვილი. მოსარჩელე მხარე ცდილობს, სხვა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ქმედება გაავრცელოს ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე და აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად ამას ამბობს.

არანაირი ორგანიზაციული კავშირი ალექსანდრე ელისაშვილს „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ არ აქვს. 2024 წელს რადგან ბლოკები აკრძალული იყო, ეს მაშინ იყო საარჩევნო თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, ქართული კანონმდებლობით აკრძალულია, ერთი ადამიანი იყოს ერთდროულად ორი პარტიის წევრი," - აღნიშნა თორნიკე ართქმელაძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის საპარტამენტო არჩევნებში, ალექსანდრე ელისაშვილი „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ სიის მე-20 ნომერი იყო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს