ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ინფორმაციას შ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ინფორმაციას შ…

აქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ გამართულ საერთაშორისო ფორუმში.

მინისტრის მოადგილემ, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მის პრევენციასა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე დარახველიძემ, ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა ვიცე-გუბერნატორთან და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ვანგ დონგბინთან, რომელიც საქართველოს დელეგაციას მასპინძლობს.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ, ვიცე-გუბერნატორს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში არიან უწყების სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს