ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

„ლელოს“ ლიდერი გიორგი სიორიძე: წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება

„ლელოს“ ლიდერი გიორგი სიორიძე: წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“…

საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს.

სიორიძის თქმით, ბრალდება, თითქოს ის რუსეთს აღიზიანებდა და ამის გამო უნდა აიკრძალოს, უმძიმესია.

მისივე განმარტებით, გაუმართლებელია მსჯელობა, თითქოს საქართველომ, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყანაა, რუსეთის გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით კონფლიქტის მხარის პოზიცია უნდა დაიკავოს.

„ბრალს მდებენ, თითქოს რუსეთს ვაღიზიანებდი და ამის გამო ჩემი აკრძალვა უნდა მოხდეს. უმძიმეს ბრალდებას მიყენებენ და მაგალითად მოჰყავთ მოსაზრება, რომ საქართველომ, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყანაა, კონფლიქტის მხარეს უნდა დაიკავოს პოზიცია, რათა რუსეთი არ გააღიზიანოს მაშინ, როდესაც ფინეთი ომის შემდეგ ნატოს წევრი გახდა.

ეს ის მოცემულობაა, რომელიც 2012 წლის თებერვლის შემდეგ დადგა. ფინეთთან პარალელი მხოლოდ ამ კონტექსტში მომყავს და მასზე ვრცლად არაფერს ვამბობ. მიმაჩნია, რომ ის საფრთხეები, რომლებზეც ახლა „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს, წარმოსახვითია და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება“, - განაცხადა სიორიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს