ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

არჩილ გორდულაძე ლევან სამუშიას გამოსვლაზე: სრულად პოლიტიკური გამოსვლაა. ამას ვისმენთ მოთმინებით, რადგან პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, სათანადო პასუხი გავცეთ ამავე დარბაზში

არჩილ გორდულაძე ლევან სამუშიას გამოსვლაზე: სრულად პოლიტიკური გამოსვლაა. ამას ვისმენთ მოთმინებით, რადგან პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, სათანადო პასუხი გავცეთ ამავე დარბაზში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ლელოს“ წარმომადგენლის, ლევან სამუშიას სიტყვით გამოსვლას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ლელოს“ წარმომადგენლის, ლევან სამუშიას სიტყვით გამოსვლას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძ…

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ლელოს“ წარმომადგენლის, ლევან სამუშიას სიტყვით გამოსვლას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის რეპლიკა მოჰყვა. გორდულაძემ სამუშიას განცხადებები პოლიტიკურ გამოსვლად შეაფასა და აღნიშნულზე მიუთითა მოსამართლეებს.

გორდულაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელი ნაცვლად სამართლებრივი არგუმენტებისა, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაზეც მოსარჩელე მხარეს საპასუხო არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა სასამართლო დარბაზში არ აქვს.

„ამდენი ხანია ჩვენი გუნდის წევრებზე საუბრობს. სრულად პოლიტიკური გამოსვლაა, მათ შორის, ბატონ გია ვოლსკისთან დაკავშირებით, როდის, სად იყო და რატომ წამოვიდა ხელისუფლებიდან. მაშინ ამ ყველაფერს ჩვენც უნდა გავცეთ პასუხები. მათ შორის, შალვა შავგულიძესთან დაკავშირებით, რომელიც 2016-2020 წლებში პარლამენტი წევრი რომ იყო გიგა ბოკერიას გვერდით იჯდა, მისი პარტიის წევრი გახდა. თუ კოალიციაში არ ყოფილა? რა ვქნათ ახლა, პოლიტიკური გამოსვლები დავიწყოთ? რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ პარალელური სამყარო არსებობს თურმე საქართველო და ამ საქართველოში ცხოვრობენ ამ პარტიის წარმომადგენლები. ამას ვისმენთ და მოთმინებით ვართ იმიტომ, რომ პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, სათანადო პასუხი გავცეთ ამავე დარბაზში“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს