ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

პრემიერი დავით გარეჯზე: 35 წელია ვერ განხორციელდა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია და რაც ვერ გაკეთდა 35 წლის განმავლობაში, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება

პრემიერი დავით გარეჯზე: 35 წელია ვერ განხორციელდა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია და რაც ვერ გაკეთდა 35 წლის განმავლობაში, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მეგობრულ რეჟიმში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია უნდა განხორციელდეს და ეს არის მთავარი ინსტრუმენტი ყველა საკითხის გადასაჭრელად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მეგობრულ რეჟიმში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია უნდა განხორციელდეს და ეს არის მთავარი ინსტრუმენტი ყველა საკითხის გადასაჭრელად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტ…

მეგობრულ რეჟიმში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია უნდა განხორციელდეს და ეს არის მთავარი ინსტრუმენტი ყველა საკითხის გადასაჭრელად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანულ მხარესთან და ეს ყველაფერი მოლაპარაკების საგანია.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანულ მხარესთან. დაელოდეთ მოვლენების განვითარებას, ეს ყველაფერი მოლაპარაკების საგანია. გარდა ბოლო 5 წლისა, მანამდე იყო კიდევ 30 წელი. 35 წელია ვერ განხორციელდა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია და რაც ვერ გაკეთდა 35 წლის განმავლობაში, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს