ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 4

ევა გოცირიძე ლევან სამუშიას: ვფიქრობ გარემოებები, რომ ერთი პარტია თანამშრომლობდა მეორესთან, ბრალდების ფაბულა კი არ არის, მხოლოდ ერთიანობის დამადასტურებელ გარემოებად არის მოყვანილი. ბრალდება სრულიად სხვაა და ეფუძნება ერთიანობას

ევა გოცირიძე ლევან სამუშიას: ვფიქრობ გარემოებები, რომ ერთი პარტია თანამშრომლობდა მეორესთან, ბრალდების ფაბულა კი არ არის, მხოლოდ ერთიანობის დამადასტურებელ გარემოებად არის მოყვანილი. ბრალდება სრულიად სხვაა და ეფუძნება ერთიანობას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს ლევან სამუშიას განუცხადა, რომ მოპასუხე მხარის მოსაზრებები კოალიციურ მთავრობასთან მი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს ლევან სამუშიას განუცხადა, რომ მოპასუხე მხარის მოსაზრებები კოალიციურ მთავრობასთან მი…

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს ლევან სამუშიას განუცხადა, რომ მოპასუხე მხარის მოსაზრებები კოალიციურ მთავრობასთან მიმართებით არარელევანტურია.

კერძოდ, მოსამართლე გამოეხმაურა სამუშიას და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ „ქართული ოცნების“ ლოგიკას მივყვებით, მმართველი პარტია ანტიკონსტიტუციური გზებით მოვიდა ხელისუფლებაში, რადგან კოალიცია იყო. გოცირიძის თქმით, მსგავსი მოსაზრებები გუშინაც გაისმა და სარჩელში ოპოზიციური პარტიების ერთიანობაზე ლაპარაკი მოპასუხე მხარის მიერ არასწორად არის გაგებული.

„ვფიქრობ, რომ ეს გარემოებები, რომ ერთი პარტია თანამშრომლობდა მეორესთან და მემორანდუმი ჰქონდათ, ბრალდების ფაბულა კი არ არის, ეს მხოლოდ ერთიანობის დამადასტურებელ გარემოებად არის მოყვანილი. ბრალდება სრულიად სხვა არის - ბრალდება ეფუძნება ერთიანობას, ერთიანობის დამადასტურებელია და არა ცალკე აღებული ის გარემოება, რომ ეს ერთი პარტია მეორესთან თანამშრომლობს. ასე რომ, ეს არ არის რელევანტური. [კოალიციაში ყოფნა] ერთიანობის დამადასტურებლად არის მოყვანილი, მე ასე გავიგე სარჩელი“, - განაცხადა ევა გოცირიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს