ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებას მხარი დაუჭირა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ რატიფიცირებისთვის „საქართველოს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ რატიფიცირებისთვის „საქართველოს…

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ რატიფიცირებისთვის „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება“ წარადგინა.

შეთანხმების თანახმად, კახეთის რეგიონში ოთხზოლიანი და გზატკეცილის გასწვრივ, ორზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საქართველოსთვის, სესხის სახით, 154 მილიონ ევროს გამოყოფს.

მომხსენებლის განმარტებით, სესხის ხანგრძლივობა 25 წელს შეადგენს, საიდანაც 10 წელი შეღავათიანი პერიოდია.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით განახორციელებს.

„კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საგზაო პროექტის განხორციელება იგეგმება. ეს საშუალებას მოგვცემს, 3 წლის შემდეგ კახეთის მთელ რეგიონთან დაკავშირებადობა სხვა ხარისხში ავიყვანოთ. ეს მოიცავს ხელმისაწვდომობას, უსაფრთხო გადაადგილებასა და მოგზაურობის დროის შემცირებას. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, კახეთის რეგიონი დედაქალაქს კიდევ უფრო დაუხლოვდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო შეთანხმების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს