ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

„ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას მხარს უჭერს. ეს ცხადყოფს, რომ იგი მოქალაქეთა არჩევანს მხოლოდ იმ შემთხვევაში სცემს პატივს, თუ ხელისუფლებაში ბრიუსელის მარიონეტები მოდიან“ - ევროპარლამენტარები ევროკომისიის პოლიტიკას აკრიტიკებენ

„ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას მხარს უჭერს. ეს ცხადყოფს, რომ იგი მოქალაქეთა არჩევანს მხოლოდ იმ შემთხვევაში სცემს პატივს, თუ ხელისუფლებაში ბრიუსელის მარიონეტები მოდიან“ - ევროპარლამენტარები ევროკომისიის პოლიტიკას აკრიტიკებენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპარლამენტარები ევროკომისიის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ევროდეპუტატები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპარლამენტარები ევროკომისიის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ევროდეპუტატები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მ…

ევროპარლამენტარები ევროკომისიის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ევროდეპუტატები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას უჭერს მხარს და მოქალაქეთა არჩევანს მხოლოდ იმ შემთხვევაში სცემს პატივს, თუ ხელისუფლებაში მისი მარიონეტები არიან.

„დაგვიანებით, თუმცა მოულოდნელი არ არის - ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას მხარდაჭერას უცხადებს და პოლონეთის კონსტიტუციის საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. რუმინეთის მსგავსად, ევროკომისიის ეს მორიგი ჩარევა ცხადყოფს, რომ იგი მოქალაქეთა არჩევანს მხოლოდ იმ შემთხვევაში სცემს პატივს, თუ არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ბრიუსელის პოლიტბიუროს მორჩილი მარიონეტები მოდიან“, - წერს ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი X-ზე.

„ევროკავშირი საბოლოოდ იხსნის ნიღაბს და აღარ მალავს წევრი სახელმწიფოების საშინაო პოლიტიკურ საქმეებში თავის სულ უფრო აშკარა და აღმაშფოთებელ ჩარევას. ევროკავშირი არ გმობს პრემიერ-მინისტრ ტუსკის მიერ საკონსტიტუციო ტრიბუნალზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმას. როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკომისია ბრიუსელისა და ბერლინის მარიონეტის, ტუსკის მხარეს იკავებს და პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის წინააღმდეგ გამოდის. ნავროცკი კი კანონიერებისა და პოლონეთის სუვერენიტეტის დამცველია“, - აღნიშნავს ევროპარლამენტარი ჰერმან ტერში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს