ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელის ინტერესი იყო საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა. ისინი ახალისებდნენ, აფინანსებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ ძალადობრივ აქციებს

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელის ინტერესი იყო საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა. ისინი ახალისებდნენ, აფინანსებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ ძალადობრივ აქციებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბრიუსელის ინტერესი იყო საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბრიუსელის ინტერესი იყო საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა…

ბრიუსელის ინტერესი იყო საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის თქმით, ისინი ახალისებდნენ, აფინანსებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ ძალადობრივ აქციებს.

„ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ხედავდნენ ძალადობას. სხვანაირად შეუძლებელი იყო. უბრალოდ, მათი ინტერესი არ იყო ძალადობის დაგმობა, ვინაიდან მათივე დაფინანსებული იყო ის ძალადობრივი აქციები, მათივე დაფინანსებული იყო „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის რომანტიზების კამპანიები.

ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაცია ევროკავშირიდან აფინანსებდა, ლოგოც არის დატანილი იმ ბანერზე. პირდაპირ წახალისებული და რომანტიზებული იყო, რომ მეტი ადამიანისთვის მიეცათ მოტივაცია, რათა აქციებზე „მოლოტოვის კოქტეილები“ გამოეყენებინათ.

ბრიუსელის ინტერესი იყო საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა. ისინი ახალისებდნენ, აფინანსებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ ძალადობრივ აქციებს“, - აღნიშნა მან.

საფრანგეთში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ევრობიუროკრატთა ორმაგი სტანდარტი. საქართველოში იხსენებენ ე.წ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელთა გაგმირების კამპანიასა და რადიკალიზმის წახალისების მცდელობებს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს